გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

16-04-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და დიპლომატებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიის მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა მათ მნიშვნელოვან და საპატიო საქმიანობაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930