გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის" პოლიტიკაში დატოვება

17-04-2025

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძს შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშბლო არ უნდა გაეყიდა.


„ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა" -განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება, ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო იგივე გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის" პოლიტიკაში დატოვებაც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031