გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოლისძმის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

2-11-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის ძმის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის ძმას - დ.ვ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით, ორივე ფეხის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები.

მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დ.ვ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 აპრილს „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031