გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამაზ საყვარელიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე: თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე, ასეთი რამ არ მომხდარა

24-04-2025

ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრა.


ჟურნალისტის შეკითხვას, რომ როცა, „ქართული ოცნება“ „სუვერენიტეტის გაძლიერებაზე“ საუბრობს, გაუგებარია, როგორ უნდა აღვიქვათ და გავიგოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საგარეო უწყების დუმილი, საყვარელიძემ უპასუხა, რომ თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე, რაც არ მომხდარა.


„თქვენ თუ იტყვით, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საგარეო უწყება ეთანხმება სოხუმს და მოსკოვს ისე, რომ ეწინააღმდეგება საკუთარი ხელისუფლების განცხადებებს. არაა ეს ვერსია სერიოზული და, ვვარაუდობ, არც დუმილს აქვს სერიოზული მიზეზები.


თუ რაიმე სერიოზული პროცესებია რუსეთთან დაკავშირებით რასაც გულისხმობს თქვენი კითხვა, მას უნდა მოჰყოლოდა აღფრთოვანებული თბილისის მზადყოფნა მინისტრის მოადგილის წინადადების მიღებაზე. ასეთი რამ არ მომხდარა და არც მე ვიჩქარებ ამაზე ვარაუდის აწყობას“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930