გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამაზ საყვარელიძე: „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო დაპირისპირებას და ეს დაპირისპირება თავად შეაფასა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად, როგორც ჩანს, სუვერენიტეტის დაცვაზე ხელისუფლების ორიენტაცია მოსწონს მოსახლეობის დიდ ნაწილს

24-04-2025

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მმართველი პარტიის დაფუძნების მე-13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა და შეაფასა, როგორც „მაჟორული, ოპტიმისტური, რომელიც სირთულეებშიც დადებითს ხედავს“.


„რაც შეეხება „ქართული პოლიტსაბჭოს“ განცხადებას, დაბადების დღეზე ნათქვამი სიტყვა როგორც უნდა შეფასდეს, ისე შევაფასებდი - მაჟორული, ოპტიმისტური, რომელიც სირთულეებშიც დადებითს ხედავს. მაინც, ანალიტიკოსის შეფასება ერთი კაცის აზრია და ნაკლებად აქვს ფასი.


უმჯობესია როგორმე დავინახოთ და გავითვალისწინოთ მოსახლეობის დიდი ნაწილის შეფასება. თქვენ ახსენეთ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი დიდი სირთულე - დასავლეთის უპრეცედენტო დაპირისპირება ხელისუფლებასთან. „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო ამ დაპირისპირებას და დღეს, როგორც თქვენც ახსენეთ, ეს დაპირისპირება თავად შეაფასა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად. როგორც ჩანს სუვერენიტეტის დაცვაზე ხელისუფლების ორიენტაცია მოსწონს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამაზე მიუთითებს პოლიტიკური, სატელევიზიო და ქუჩის „რეიტინგები“,- აღნიშნა საყვარელიძემ.


„2024-ის არჩევნების ჩატარდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის თანამდებობის პირებმა საქციელით თუ მოწოდებებით მხარი დაუჭირეს აქ ხელისუფლების შეცვლას, ზოგან სააკაშვილის მხარდაჭერაც გამოჩნდა. დასავლეთის ამ ნაბიჯების შემდეგ იყო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით მოსახლეობამ არ მიიღო დასავლეთის ზეწოლა და გაამართლა მის მიმართ ხელისუფლების ურჩობა.


დასავლეთის ქვეყნები დღემდე აჭიანურებენ არჩევნების შედეგების სრულფასოვან აღიარებას. გაჭიანურება მიუთითებს, რომ დასავლეთი არჩევნების გაყალბების დამაჯერებელ დასაბუთებას ელოდა და ელის, კერძოდ - ან ძლიერ იურიდიულ არგუმენტებს, ან ძლიერ პოლიტიკურ არგუმენტს საპროტესტო აქციების სახით. საკმარისი ძალისა ჯერჯერობით არცერთი არ აღმოჩნდა“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031