გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამაზ საყვარელიძე: შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება

24-04-2025

დიდი ხნის განმავლობაში ერთ კინოს ვუყურებთ. თუ დიალოგის უქონლობა არის იმის შედეგი, რომ ამჟამად ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ იხრება, სანამ ის გადაიხრებოდა ავტორიტარიზმისკენ, იქამდეც რატომ არ იყო დიალოგი? იქნებ დიალოგზე უარი ოპოზიციას აქვს განცხადებული დასაბამიდან? - ასე უპასუხა ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, როგორ შეაფასებდა იმას, რაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ხდება და რასაც წლებია ვადევნებთ თვალს.


მისივე თქმით, შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება და მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება.


მანვე აღნიშნა, რომ ეს რეცეპტურა მოძველდა.


„ეს აზრი მიჩნდება იმიტომ, რომ ქართული ოპოზიციის პოლიტიკური გურუს, შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება. მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება. ვნახოთ ახლა რას იზამს ფერადი რევოლუციების რეცეპტი, თუმცა, ვთვლი, რომ რეცეპტურა მოძველდა კიდეც“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031