გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სლოვენიაში, ფესტივალზე „Orange Wine Festival“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

26-04-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.


„Orange Wine Festival“ 2012 წელს დაარსდა. ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.


ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი,  საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთია.


ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს. 


აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031