გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკი გახსნეს

27-04-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.


მინისტრებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.


გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, გვანცა ვარამაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

თემატური ბანაკის პროგრამა ოთხი დღისგან
შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.


ამასთან, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე – გლობალიზაცია და საერთაშორისო დღის წესრიგი, მედიაცია და კონფლიქტების მართვა, ახალგაზრდული შესაძლებლობები და პროექტების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა. თემები ირჩევა ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით.


2025 წელს თემატური ბანაკი ორ ლოკაციაზე - ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე
ფუნქციონირებს.


თემატური ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოციალური პასუხისმგებლობების წახალისება და ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტული ღირებულებების გაღვივების მიმართულებით.


აღსანიშნავია, რომ თემატური ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წლიდან ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031