გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეიმურაზ ჭიჭინაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს შპს „ჟინერის“ წილების დათმობაზე: იყო მორალური წნეხი დაჭერის, შვილებზე ზემოქმედების, ხომ იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა ვუპოვოთო, ჩემს გვერდით, სადაც მე ვცხოვრობდი, ახალაიები შეასახლეს, ვეღარ გავძელი

28-04-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე განიხილება, შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, მასზე განხორციელდა მორალური წნეხი, ემუქრებოდნენ შვილების დაჭერით, რის გამოც, მას მოუწია დაეთმო მისი წილი.


„ფიზიკურად აქ არ იყო არავითარი შეხება, ეს იყო მორალური წნეხი ისევ დაჭერის, ისევ შვილებზე ზემოქმედების, იმიტომ რომ შესწავლილი ჰყავდათ ბიჭები. ხომ იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა ვუპოვოთო. ამ დროს, დაემთხვა კიდეც, რომ ჩემს გვერდით აგარაკზე, წავკისში, სადაც მე ვცხოვრობდი, ახალაიები შეასახლეს. ჩემ მეზობელს ჩამოართვეს სახლი, შტაბ-ბინა ჰქონდათ იქ. ვეღარ გავძელი რა“, - განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031