გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: თუ საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი, სამართალდამრღვევი პირებისათვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელი ნანული ჟორჟოლიანის სახლში დამატებითი სამხილები შეიძლება არსებობდეს, მოქმედებაც შესაბამისია

29-04-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი, სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელის, ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებას ეხმიანება.


აბაშიძის თქმით, „ნაცების“ ეპოქა დასრულდა, როცა „ზემოდან“ ხდებოდა ბრძანებით მყისიერი რეაგირება, თუკი ფაქტებით საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ რაიმე უკანონობას აქვს ადგილი და დამატებითი სამხილები შეიძლება არსებობდეს, მოქმედებაც შესაბამისია.


„სამართალდამცველებს დრო სჭირდებათ ყველაფრის შესასწავლად და გასაანალიზებლად. „ნაცების“ ეპოქა დასრულდა, როცა „ზემოდან“ ბრძანებით ხდებოდა მყისიერი მოქმედება. თუკი ფაქტებით, საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი, სამართალდამრღვევი პირებისათვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელი ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის სახლში სავარაუდოდ, რაიმე უკანონობას აქვს ადგილი და დამატებითი სამხილები შეიძლება არსებობდეს, მოქმედებაც შესაბამისია“, - წერს გია აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31