გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ, რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, „ოცნების“ აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით

29-04-2025

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს.


ზერეკიძის თქმით, კარგია, როცა იცი, „ოცნების“ აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით და იმაზე ფიქრით, ციხეში თუ გადარჩები.


„ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ, რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ, ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა? კარგია, „ოცნების“ აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით, ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები, თუ არა? თან რამდენად უსინდისოები არიან, ხმამაღლა რომ ამბობენ ამას, აბა, მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად“, - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31