გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანუკა ჟორჟოლიანი: დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა

29-04-2025

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ ეთერში საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაზე საუბრობს.


ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აქციები უფრო ხმამაღალი უნდა იყოს და დროა, ყველამ ერთად ხელისუფლების გადადგომა მოითხოვოს.


„აქციები უნდა იყოს გაცილებით უფრო ხმამაღალი და დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა და მე ვარ დარწმუნებული, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აქციები დაიგეგმება უახლოეს მომავალში“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.


ცნობისთვის, დღეს, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031