გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი გედენიძე: იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვით-თქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო

30-04-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა.


მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.


„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე, რომ ბასრავს, ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს, ისევ, დადებული, მუხლებზე ვაგდივარ, ავხედე და უკვე, ყველას შავი ნიღაბი უკეთია.


დამიწყეს ცემა, ვისთან გაქვს კავშირიო და მირტყამდნენ, ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე, გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე, ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვით-თქო.


ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე, დამადო. რას აკეთებ, არ გაგივარდეს-მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი-მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი, კაი, წამოდითო, იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031