გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დაინიშნა

18-01-2018

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის თანამდებობა გაჩნდა. სამინისტროს პარლამენტის სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტრეისი კრაუჩი უხელმძღვანელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობას წარმოადგენს. ტერეზა მეი ამბობს, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა სურს, რათა დაეხმარონ იმ ხანდაზმულ ადამიანებს, ვინც ახლობლები დაკარგა.

ტერეზა მეის თქმით, ეს პოსტი მარტოობასთან ბრძოლის კომისიის რეკომედნაციით შეიქმნა.

„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 9 მილიონი ადამიანი იტანჯება მარტოობით. „წითელ ჯვარში“ ამ მდგომარეობას „ფარულ ეპიდემიას“ უწოდებენ.


1tv/ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031