გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა - ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა მართალი ხარ

1-05-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს, 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა.


„დღეს, ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ოპოზიციური მედია აუცილებლად აიტაცებს ამ თემას, ბაჩიაშვილს უკანონოდ დაჩაგრულად გამოაცხადებს და ივანიშვილს გამომძალველად. ამდენი მაგალითის ფონზე, ივანიშვილის ბიოგრაფიიდან, ან როდის გამოუძალავს ვინმესთვის ფული ან ქონება და როდის წაუგია რომელიმე სასამართლო, მით უმეტეს ახლა, როცა მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, როგორ ფიქრობთ, შეიტანდა სარჩელს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ?

ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა მართალი ხარ, ვურჩევ მელაძეებს და გრიგოლიებს, ნუღარ შეიწუხებენ თავს, ერთდღიანი ტყუილებით. სამართალმა კი პური ჭამაო, ნათქვამია“ - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031