გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა საჯაია: რუსული მედიის ცნობით სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, შესაძლოა, 9 მაისს, მოსკოვში, „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს

1-05-2025

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს.


ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.


„აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმების ხელმოწერიდან მომდევნო დღეს, რუსული მედია იუწყება, რომ სახელმწიფო მდივანი, რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს,”- წერს ნანა საჯაია.


ცნობისთვის, 30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31