გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე პოლ მასაროს განცხადებაზე: წარმოუდგენელია ეს ქართველმა წაიკითხოს და ბრაზის გრძნობა არ გაუჩნდეს, საქართველოს ათასწლეულების ისტორია იმისთვის არ გამოუვლია, დღეს ვინმე ვიგინდარამ ფერადი რევოლუციები მოუწყოს

1-05-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის პოლ მასაროს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „საქართველოში შესაძლოა მაიდანი მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე“.


როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, წარმოუდგენელია ეს ქართველმა წაიკითხოს და ბრაზის გრძნობა არ გაუჩნდეს. მისივე თქმით, საქართველოს ათასწლეულების ისტორია იმისთვის არ გამოუვლია, რომ დღეს ვინმე ვიგინდარამ ფერადი რევოლუციები მოუწყოს.


„ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი პოლ მასარო: „საქართველოში შესაძლოა მაიდანი მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე.” ეს კომენტარი დღეს გავრცელდა. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. წარმოუდგენელია ეს ქართველმა წაიკითხოს და ბრაზის გრძნობა არ გაუჩნდეს. საქართველოს ათასწლეულების ისტორია იმისთვის არ გამოუვლია, დღეს ვინმე ვიგინდარამ ფერადი რევოლუციები მოუწყოს. ჩვენი სამშობლო არის ევროპული ცივილიზაციის აკვანი. 1 წელი გავიდა ქართული ოცნების 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრებიდან. ათობით ათასმა ჩვენმა მხარდამჭერმა იმ დღეს სუვერენიტეტი და ღირსება დაიცვა. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ თავდაჯერებულად გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031