გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: ბიჭები უკვე გაციებული არიან, დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა

2-05-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამამ მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.


როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს, შემდეგ კი, გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა.


„ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები, ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი. ეს ბიჭები უკვე გაციებული არიან. იღებს დონაძე, გარბიან დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. გარბიან აღმა სროლით, ძირს ავტომატებიო. ესე იგი ბრალდებას უყენებენ, ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ. ამ დროს, ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც ეწყო ავტომატები და მიიტანა და თითოეულს გვერდზე დაუწყო. დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა. ვითომ ჩვენ ბიჭებსაც ავტომატები ქონდათ და იძულებული გახდნენ ძალოვნები, რომ ესროლათ და დაეხოცათ ეს ბიჭები“, - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031