გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

5-05-2025

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები ესტუმრნენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


სამხედროებმა მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს.


„სამხედროებმა მოსწავლეებს ჯარისკაცის პროფესია და თავდაცვის ახალი კოდექსი გააცნეს.


მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა და ტერიტორიულმა რეზერვმა გამოიწვია. ასევე, დიდი დაინტერესება მოჰყვა ისტორიებს ეროვნული გმირების შესახებ.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930