გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ერთი წლის წინ MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს, დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს

6-05-2025

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტი“-ს შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუკ“ პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“.


როგორც რაქვიაშვილი წერს, ერთი წლის წინ, როცა MEGOBARI აქტი დააინიცირეს, მაშინ თქვა, რომ ვერ მიიღებდნენ და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს.


„ერთი წლის წინ MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, რომ ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ამდენი არ იცის. ახლა კი გაიგო, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“. მაგრამ მაინც, რა იცი, რა ხდება სამყაროში, დავდებ ამ სქრინს, იქნებ ის პირველი შემთხვევა იყოს, როცა ჩერგო შეცდომას აღიარებს”, - წერს რაქვიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031