გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია დათა თავაძის სპექტაკლზე: ამაზრზენია და გულის ამრევი ეს ყველაფერი - საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს

6-05-2025

„ამაზრზენია და გულის ამრევი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ,“ - ასე შეაფასა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი „ლიბერტე“, რომელიც რელიგიური გრძნობებს შეურაცხყოფს, ლგბტ პროპაგანდის შინაარსის მატარებელია და უცენზურო გამონათქვამებს შეიცავს.


ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, თუ რეალურად, რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით.


„საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, რეალურად, რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ, უკვე, ეს დაჯგუფებები დღესასწაულებზე გალობენ ქაშვეთის ეზოში, სამარცხვინოდ “, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031