გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: პრეზიდენტ ტრამპს, ჩამოწერილი ჯო უილსონის მოწოდებების გარეშეც შეუძლია სანქციები დაუწესოს რომელიმე ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც ამერიკაში ხდება დიდწილად შეიცავს მხოლოდ იაფი წარმოდგენის ელემენტებს

6-05-2025

„განადგურებული ოპოზიციის სიხარული ე.წ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით აბსოლუტურად უაზროა. ვინც არ იცის: პრეზიდენტ ტრამპს, ჩამოწერილი ჯო ვილსონის მოწოდებების გარეშეც შეეძლო და შეუძლია სანქციები დაუწესოს რომელიმე ქვეყანა,” - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, პროცესები, რაც ამერიკაში ხდება, მიზნად ისახავს საქართველოში სრულიად დასუსტებული აგენტურის მოძლიერებას. თუმცა, დასავლეთშიც კარგად იციან, რომ საქართველოში ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სულ რამდენიმე თვეში არსებული ოპოზიცია გაქრება.


„განადგურებული ოპოზიციის სიხარული ე.წ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით აბსოლუტურად უაზროა.

ვინც არ იცის: პრეზიდენტ ტრამპს, ჩამოწერილი ჯო ვილსონის მოწოდებების გარეშეც შეეძლო და შეუძლია სანქციები დაუწესოს რომელიმე ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც ამერიკაში ხდება, დიდწილად შეიცავს მხოლოდ იაფი წარმოდგენის ელემენტებს და მიზნად ისახავს საქართველოში სრულიად დასუსტებული აგენტურის მოძლიერებას.

თუმცა, დასავლეთშიც კარგად იციან, რომ საქართველოში ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სულ რამდენიმე თვეში არსებული ოპოზიცია გაქრება. და ბოლოს, გასულმა წლებმა ნათლად აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების წევრების სანქცირებამ ოპოზიციას არავითარი შედეგი არ მოუტანა და პირიქით მმართველი გუნდი მხოლოდ გააძლიერა,” - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031