გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მინდა, გამოვთქვა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“; თუ დამარცხდება „დიფ სთეითთან“, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ ბრძოლას

7-05-2025

მინდა, გამოვთქვა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“, თუ დამარცხდება ტრამპი, „დიფ სთეითთან“, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს იმედი და რესურსი იმისა, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“.


„მთავარია, რომ ჩვენ წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში. ეს იქნება კონკრეტული ლოკალური მარცხი „დიფ სთეითთან“ მიმართებით, მაგრამ მე მაქვს დიდი იმედი, რომ სხვანაირად წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31