გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ძალიან ბევრი სამართლებრივი ნაწილია მოსაგვარებელი

5-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის მართვის ვერტიკალი მოშლილია.

 

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის მომასწავბელი იყო, რომ ხარვეზების გამოსწორებას მძლავრი მუშაობა სჭირდება.

 

გია ვოლსკის განცხადებითვე, ქვეყანაში ძალიან ბევრი სამართლებრივი ნაწილია მოსაგვარებელი.

 

„მართვის ვერტიკალი არის მოშლილი და ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე თვის წინ პოლტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, გარდა პოზიტივისა იმის მომასწავლებელიც იყო, რომ ამ ხარვეზების გამოსწორებას მძლავრი მუშაობა სჭირდება.


ძალიან ბევრი სამართლებრივი ნაწილია მოსაგვარებელი. სისხლის სამართლებრივი საქმის უშველებელი რაოდენობა დაგვხვდა და საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ გაღატაკებული ხალხის, მაგრამ ამ საკთხების მოგვარებასაც გაციელბით სწრაფი მოქმედებები სჭირდება, რასაც აუცილებლად მოისაკლისებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. სწრაფი მოქმედებებისათვის საჭიროა მობილური ჯგუფების შემქნა და მართვის სიტემის აბსოლუტურად გადალაგება. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელშიც ეჭვია რავის ეპარება, რომ მართვის სისტემებს  ეფექტურად დაალაგებს,“  - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930