გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: 9 მაისი არის ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი, სამწუხაროდ, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ „დიფ სთეითის“ ისტებლიშმენტი

9-05-2025

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია 9 მაისთან თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


ოდიშარიას თქმით, 9 მაისი არის „ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი“.


მისივე თქმით, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ „დიფ სთეითის“ ისტებლიშმენტი.


„ცხრა მაისი არის ჩვენი მამების, ბაბუების თუ დიდი ბაბუების სამშობლოსადმი თავდადების, ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი

. სამწუხაროდ, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი. გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, თანამედროვე ფაშისტებმა კი იცოდეთ, რომ დიდი დრო არ დაგრჩენიათ“, - წერს ოდიშარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930