გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველო არის დემოკრატია, შეუძლიათ, გამართონ ნებისმიერი მარში, მაგრამ ზუსტად ეს ოპოზიცია უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას

9-05-2025

ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილია მარში ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველო არის დემოკრატია, შეუძლიათ, გამართონ ნებისმიერი მარში, მაგრამ ზუსტად ეს ოპოზიცია უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.


„მათ გულწრფელობაში ბუნებრივია, ეჭვი გვეპარება. ზუსტად ეს ოპოზიცია იყო ის, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ისინი პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოუცხადეს ბოიკოტი იმ სამუშაო ჯგუფებს, რომელთა მუშაობის შედეგად, ჩვენ უნდა მიგვეღო 2023 წელს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ამ ადამიანების გულწრფელობაში ჩვენ გვეპარება ეჭვი, მაგრამ დემოკრატიაა და მათი უფლებაა, გამართონ მარში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930