გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ამბობენ, 26 მაისს ფაშისტების „ევრო-დესანტი“ უნდა ჩამოვიდეს, უკნევიჩიენეს ხელმძღვანელობითო

14-05-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან არა და - სადღეგრძელოდ დაგვრჩება სუვერენიტეტიცა და ქვეყნის რეპუტაციაც!“


ქადაგიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების ნაწილის ქმედებები სცდება დიპლომატიურ ფარგლებს და ქვეყნის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს.


„ამბობენ, 26 მაისს ფაშისტების „ევრო-დესანტი“ უნდა ჩამოვიდეს, უკნევიჩიენეს ხელმძღვანელობითო. ჰო და - ჰარჩინსკიმაც, როგორც ფაშისტების მზვერავს შეეფერება, კოორდინატები მიაწოდა - ფრონტის ხაზი, საქართველოს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობაზე მოუნიშნა. მოკლედ, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული! ითხოვენ და უნდა მიიღონ, სხვა გზას მე ვერ ვხედავ! ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან არა და - სადღეგრძელოდ დაგვრჩება სუვერენიტეტიცა და ქვეყნის რეპუტაციაც!,“ - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031