გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება, ამ ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას

15-05-2025

ყველამ გაიგო, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას, ეს არის და ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო.


„სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. ჩვენ გვქონდა გამოწვევები ამ კუთხით გასული წლების განმავლობაში, გვიჭირდა, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონის სრულფასოვნად ამოქმედება, დღეს არის სხვა მდგომარეობა. დღეს დაუშვებელია ყოველგვარი კომპრომისი სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა მოქმედებდეს ბოლომდე იმისათვის, რომ იყოს დაცული სახელმწიფოს, ქვეყნის და ხალხის ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930