გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ თირქია გიგი უგულავაზე: ვუთხარი ჩემს დისშვილს, გუბერნატორი რეკავს მეთქი, ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო, უარი რომ მიიღო ანზორისგან, დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო

15-05-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა.


მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.


„მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემს დისშვილს, გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ჰოდა, ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნიო ხომ უნდა ვიცოდეო, რაც შემეძლო გავუკეთეო.


დედამისი დასაფლავებულია ვაკეში, შარტავას გვერდით. ჰოდა, იქ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და მითხარითო, კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენ ბიძასო სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებითო, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო ანზორისგან, დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა, რომ ეს შეიძლება დროებით წაართვათო ჩემს ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, - განაცხადა გურამ თირქიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031