გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახური: შესაძლო დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა და დოკუმენტაცია

15-05-2025

საგამოძიებო სამსახური შესაძლო დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განცხადების თანახმად, თბილისში და აჭარაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა და დოკუმენტაცია.


„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით.


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031