გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

15-05-2025

საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 


მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 53 000 ლარზე მეტი შეადგინა.


„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი“, რისკის პროფილისა და მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 421,39 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.


ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 53 731,84 ლარი შეადგინა.


ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ პირებს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 34 930,97 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031