გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: რაც უფრო მეტ, ტოქსიკურ ბრიყვობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს

15-05-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული ტოქსიკური განცხადებები, საბოლოოდ, სწორედ მათი პროტეჟეების - ნაცრადიკალების - ინტერესებს აზიანებს.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, უმჯობესია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთმა ქომაგმა, რასა იუკნევიჩიენემ ისაუბროს ევრობლოკში არსებულ არადემოკრატიულ, აღმაშფოთებელ ფაქტებზე.


„რაც უფრო მეტ, ტოქსიკურ ბრიყვობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს. უმჯობესია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთმა ქომაგმა, რასა იუკნევიჩიენემ ისაუბროს ევრობლოკში არსებულ არადემოკრატიულ, აღმაშფოთებელ ფაქტებზე, პოპულარული პარტიების აკრძალვაზე, რუმინეთის შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე და მემარჯვენეთა პოზიციების დევნაზე.


ისრაელის სახელმწიფოს აქვს სამაგალითო ტრადიცია დიპლომატიაში - ევროკრატიიდან, ვინც კი ეწინააღმდეგება მის სახელმწიფოებრიობას, ცხადდება პერსონა ნონ გრატად, ბრიუსელის ფლიდური შეშფოთება-აღშფოთების მიუხედავად.“ - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31