გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: დიპლომატების დიდი ნაწილი, დღეს ოპოზიციის მსგავსად იქცევა და საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს, მათთვის მიუღებელი საქართველოს წინსვლა და წარმატება

15-05-2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზაზა შათირიშვილის წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს დიპლომატიური კორპუსის მოქმედებაზე საქართველოში.


მისი თქმით, დიპლომატთა ნაწილის ქმედებები არა მხოლოდ სცილდება საერთაშორისო დიპლომატიური ნორმების ფარგლებს, არამედ მტრულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მიმართ.


„ზაზა შათირიშვილის წერილში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე საინტერესო დეტალზე, მათ შორის აუცილებლად უნდა აღნიშნოს დამოკიდებულება დიპლომატიური კორპუსის მიმართ, რომლებიც დიდი ხანია საკუთარ მანდატს გასცდნენ, მათ ქმედებას არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო ურთიერთობებთან, ისინი ჩვენს სახელმწიფოში იქცევიან ისე, როგორც საქართველოს მტრები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ორ ფეხზე მყარად დგომას ვერ ეგუებიან. დიპლომატების დიდი ნაწილი, დღეს ოპოზიციის მსგავსად იქცევა და საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს. მათთვის მიუღებელია საქართველოს წინსვლა და წარმატება. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, რაც აშკარად რევოლუციური მზადების ნაწილია.“ - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930