გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი და სპეციალური სადგურების დამონტაჟება მიმდინარეობს

16-05-2025

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მავნებლის საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების და მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების სამუშაოები ტარდება.


ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები, უკვე განთავსებული ხაფანგების მეშვეობით ახორციელებენ მავნებლის რაოდენობის და არეალის დადგენას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე იგეგმება კონტროლის ღონისძიებები.


„მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების განთავსებასთან ერთად ტარდება წერტილოვანი შეწამვლა ცივი შესხურების მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სადგურები არაყვავილოვან მცენარეებზე მონტაჟდება.


ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. საკოორდინაციო მართვის ცენტრში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ფუნქციონირებს სატელეფონო გზავნილების სისტემა. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე parosana.ge.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31