გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: ეს ზიზღის გენერატორი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, მისი მორალით ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და ალბათ, მისივე მორალით ბოროტებაც „მოსულა“

16-05-2025

„ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეზე, სოციალურ ქსელში.


წილოსანის განცხადებით, ღამბაშიძის მორალის თანახმად, ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და მისივე მორალით, ბოროტებაც „მოსულა“.


„ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. მისი მორალით, ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და ალბათ, მისივე მორალით ბოროტებაც „მოსულა“. კარგად დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა.

ეს ადამიანი, რომ საერთოდ აცდენილია ქრისტიანულ კონცეფციას, მაგრამ უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით”, - წერს ნინო წილოსანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31