გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შიდა ქართლის ტურისტული სეზონი გაიხსნა

20-05-2025

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შიდა ქართლის ტურისტული სეზონი გაიხსნა, რომელშიც შიდა ქართლის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.


კასპის მუნიციპალიტეტმა ღონისძიებაზე წარადგინა ადგილობრივი მეწარმეების ტრადიციული პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, თექა და ხელოვნების სხვა ნიმუშები.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ კასპის მამაკაცთა ხალხური სიმღერის ანსამბლი „მოურავი“ და ქალთა გუნდი „კაბადონი“.


სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მუნიციპალიტეტის პოტენციალს ტურიზმთან დაკავშირებით.


ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის მხარის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031