გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, სისტემა უკვე 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა, ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი

20-05-2025

„2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, ამჟამად კი, საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.


„ცნობისათვის: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, საიდანაც 800-მდე მოსწავლემ დაასრულა მე-11 კლასი ან დაბრუნდა უკრაინაში. ამჟამად, საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე. ამათგან 1383 მოსწავლე სწავლობს უკრაინულ სექტორზე, ხოლო დანარჩენი - რუსულ სექტორზე. დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი. 2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, - წერს გიორგი ვოლსკი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031