გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, გარდა ამისა, მსგავსი ქმედება დასჯადია

20-05-2025

„მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.


ამასთან, წილოსანი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია და მადლობას უხდის მარიამ ლაშხს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა.


„მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა.


გარდა ამისა, კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია, ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“, - წერს ნინო წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031