გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი რუხაძე: „იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრიმ მიიღო, ის ფაქტობრივად, ცხოვრებიდან გავიდა იმ მომენტში

21-05-2025

ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინმეს თუ გამოუთქვამს სინანული და ვინმესთან თუ იყო შემდეგ წლებში კონტაქტი.


„მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რაც მოხდა და არ მინდოდა „იმედის“ დახურვა. „იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრიმ [პატარკაციშვილმა] მიიღო. ბადრი ფაქტობრივად, ცხოვრებიდან გავიდა იმ მომენტში. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო შემობრუნება, არავის ელაპარაკებოდა, დადიოდა თავის ტყეებში, ეწეოდა სიგარეტს და არ ჭამდა. არაფერი კონტაქტი არ ჰქონია და ძალიან გაბრაზებული იყო ამ ყველაფერზე. მე მინდოდა „იმედის“ არდახურვა და ყველას გაყრა იქიდან, ვინც გააკეთა ის განცხადება. ეს იყო ჩემი აზრი. ბადრი ვერ დავითანხმე, საერთოდ, ვეღარც ველაპარაკებოდი წესიერად ამ ყველაფრის მერე. მე არაფერი კონტაქტი არ მქონია გიორგი თარგამაძესთან გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე ელჩების შეხვედრებზე სხვადასხვა ტელევიზია მოჰყავთ ხოლმე და „იმედიდან“ მე დავდივარ, იქ ყოფილა [თარგამაძე], ერთი-ორჯერ მყავს ნანახი ამ შეხვედრებზე, როგორც ოპოზიციონერი, „ფორმულის“ წარმომადგენელი“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930