გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ

21-05-2025

„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე „ზონდერების“ გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაც-პარტიული ნომენკლატურა. ერთი იყო ბიზნესმენების პრივილეგირებული კასტა და მეორე - ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, რუსთავი 2 -ის პარტიული ტელევიზიის პროდუქტი იყო“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, ის „ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, ისევ სააკაშვილის წიაღში, რადგან დიდი ვალი აქვთ, მიშას ფავორიტობის გამო და ვალებს დაბრუნება უნდა!“

„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე „ზონდერების“ გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაც-პარტიული ნომენკლატურა. ერთი იყო ბიზნესმენების პრივილეგირებული კასტა( ხაზარაძე-ჯაფარიძეები, ჭყონიები, ჭუტები და ძმანი მისნი), რომლებიც ფინანსური უზრუნველყოფითა და მაქინაციებით ასულდგმულებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და მეორე - ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, რუსთავი 2 -ის პარტიული ტელევიზიის პროდუქტი იყო.


აბსოლუტურად „აპრავებდნენ“ სააკაშვილის რეჟიმს და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ლეღვის ფოთლის ფუნქცია შეესრულებინათ, ფსევდო-ჟურნალისტიკის სახელით. ასე რომ - ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, ისევ სააკაშვილის წიაღში, რადგან დიდი ვალი აქვთ, მიშას ფავორიტობის გამო და ვალებს დაბრუნება უნდა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031