გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ანა ამილახვარზე: თურმე ვერ შეეგუება სახელმწიფოს დასავლური კურსის ცვლას და რუსული ვექტორის გაძლიერებას საქართველოში, არადა გუშინ რუსეთის მოქალაქის მიერ ნიშ პარფიუმერიის მაღაზიის გახსნის პრეზენტაციის წამყვანი გახლდათ

21-05-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობის ანა ამილახვრის ფოტოს აზიარებს, რომელიც ხმაურით წამოვიდა თეატრიდან და აქციებს შეუერთდა.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ამილახვარი გუშინ რუსეთის მოქალაქის მიერ ნიშ პარფიუმერიის (nosh parfumes) მაღაზიის გახსნის პრეზენტაციის წამყვანი იყო. მისივე თქმით, აი, ეს არის „აჯანყებულთა“ ნამდვილი სახე, ოღონდ ფული იყოს და რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება თუ კოტ-დ'ივუარის.


„ეს გოგონა ანა ამილახვარია, რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი, რომელიც ხმაურით წამოვიდა თეატრიდან, უჩივლა რობერტ სტურუას, მაგრამ წააგო სასამართლო და აქციებს შეუერთდა, თურმე ვერ შეეგუება სახელმწიფოს დასავლური კურსის ცვლას და რუსული ვექტორის გაძლიერებას საქართველოში, არადა გუშინ რუსეთის მოქალაქის მიერ ნიშ პარფიუმერიის (nosh parfumes) მაღაზიის გახსნის პრეზენტაციის წამყვანი გახლდათ და სულაც არ გრძნობდა სირცხვილს და წვას. აი, ეს არის „აჯანყებულთა“ ნამდვილი სახე, ოღონდ ფული იყოს და რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება თუ კოტ-დ'ივუარის“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930