გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე მეგუთნიშვილი: ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი „ქეშის“ სახით უკან უნდა წამოსულიყოო

22-05-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას გაიხსენა ვანო მერაბიშვილის მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარები.


მეგუთნიშვილის თქმით, მერაბიშვილი, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მას ორჯერ დაუკავშირდა და უთხრა, რომ USAID-ს პროექტის მიხედვით ნაკვეთების აზომვაში აღებული თანხის 20 პროცენტი, ნაღდი ფულის სახით, უკან უნდა დაბრუნებულიყო.


„ვანო მერაბიშვილი, ერთი პერიოდი იყო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მე ვიყავი კახეთის მხარის მართვის სამმართველოს უფროსი. USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, შევარდნაძის ხელმოწერილი საკუთრების მოწმობები რომ რიგდებოდა, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი.


ჩამოვიდა ჯგუფი, რომელიც არაფრის გაგებაში არ იყო, ამ ნაკვეთებს ჩეხდნენ, ჭრიდნენ, იმიტომ, რომ რაც მეტი დოლარი იქნებოდა, მით უკეთესი და ფულს ხელზე ატანდნენ. იქიდან ჩემთან, პირადად ორჯერ აქვს ვანო მერაბიშვილს დარეკილი, რომ შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი „ქეშის“ სახით უკან უნდა წამოსულიყოო. პირადად აქვს ჩემთან დარეკილი, როგორც მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეს.


USAID-ი აფინანსებდა, ეგენი მართავდნენ. ერთი ნაკვეთის აზომვა ღირდა მაშინ 1 დოლარი, დღეში 100 ნაკვეთი რომ გაკეთებულიყო, 100 დოლარი იყო, 500 ნაკვეთი - 500 დოლარი. ამაზე ხალხი მუშაობდა, ვისაც ხელფასი უნდა აეღო და მერე ხელფასზე აკლდებოდა გაწეული სამუშაოს 20% და ის 20 პროცენტი უკან მიჰქონდა მას, ვინც ამ სამუშაოს შემსრულებელი იყო." - განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031