გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაზე: როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით [პიჯაკებით]

23-05-2025

ეს ამბავი როდესაც მოხდა, როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით,- ასე იხსენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარლამენტის წვერი ვიქტორ ჯაფარიძე 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის მოვლენებს.


თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ, თუ ნამდვილად ისეთი პატივისცემის პირობებში დატოვა ტელეკომპანიის შენობა, რაც აქამდე მას ჭორის სახით ჰქონდა გაგებული.


„ეს არ არის ჭორი, ბატონო ვიქტორ?! მე ეს ჭორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს პატივისცემის პირობებში“- განაცხადა თეა წულუკიანმა.


ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა აღნიშნული და განაცხადა, რომ მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.


„ვადასტურებ, ეს მე ჩემი თვალით ვნახე. როდესაც გადავწყვიტე, რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, გადავურეკე კახა კუკავას, გოჩა ჯოჯუას რამე ხომ არ მეშლება, ან შეცდომით მახსოვდა და მათ დამიდასტურეს, რომ რასაც მე თქვენ გიყვებით იგივე დამიდასტურეს. გიორგი თარგამაძეს დერეფანი გაუკეთეს, მიაცილებდნენ ქოლგით, ჩვენც [ დეპუტატებს] გაგვიკეთეს დერეფანი, მაგრამ გვაგინებდნენ“,- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031