გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გაჩეჩილაძე: საავადმყოფოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ხართ, არაფერი ვიცითო

23-05-2025

„საავადმყოფოში, ჩემი მეგობარი ექიმის კახა ქუნთელიას მიერ შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ვიყავით, არაფერი ვიცითო“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა და „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენები გაიხსენა.


მისი თქმით, საავადმყოფოში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათ მოახერხეს წამოსვლა და სხვადასხვა მეგობართან დამალვა.


„შესაბამისად, სანამ ის კუდ-ის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ჩვენ შევძელით საავადმყოფოდან გამოპარვა. შევძელით გამოპარვა და დამალვა ჩვენი სხვადასხვა მეგობრის ბინებში. კობა დავითაშვილის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031