გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე: იმდენი ხალხი გამოვიდა 7 ნოემბერს და იმდენი ტყვია ისროლეს, რამდენიმე ახალგაზრდას ფეხიც კი მოაჭრეს, ისეთი დასახიჩრებულები იყვნენ

23-05-2025

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების და ხალხმრავალი პროტესტის გამო, ხელისუფლებაშიც არეულობა იყო. გაჩეჩილაძის თქმით, დარბევის შედეგად, ადამიანები ისეთი დასახიჩრებულები იყვნენ, რომ რამდენიმე ახალგაზრდას ფეხიც კი მოაჭრეს.


„თვითონ ხელისუფლებაშიც მაგარი არეულობა იყო. ეტყობოდათ, რომ რესურსი მათ აღარ ჰქონდათ, იმიტომ, რომ იმდენი ხალხი გამოვიდა ჩვენს მერე 7 ნოემბერს და იმდენი ტყვია ისროლეს. რამდენიმე ადამიანს, ფეხიც კი მოაჭრეს - მე და გოგა ხაინდრავა მათ სანახავად ვიყავით საავადმყოფოში, რამდენიმე ახალგაზრდა ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ მათ ფეხი მოაჭრეს“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031