გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გაჩეჩილაძე: რუსეთში საქართველოს იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს

23-05-2025

„სააკაშვილი ამ უაზრო ავანტიურაში ჩაერთო, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ისევ, ღირსეული ნაწილი შერჩა იმ ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა“, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, 2008 წლის ომზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


გაჩეჩილაძემ გაიხსენა რუსეთში საქართველოს იმდროინდელი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის სიტყვები, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და საქართველოს შეეძლო, 2008 წლის ომს მთლიანად აცილებოდა, ისევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას.


„რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ, დავკარგეთ სოფლების უამრავი რაოდენობა და მივიღეთ ძალიან ბევრი დაჩაგრული დევნილი, ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930