გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ნიკოლაიშვილი: სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, დაიწყო მედიის განადგურება. აუღებელი სიმაგრე „იმედი“ იყო. დარბევის შემდეგ უმძიმესი პროცესი დაიწყო

23-05-2025

სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, დაიწყო მედიის განადგურება. აუღებელიციხე- სიმაგრე „იმედი“ იყო. დარბევის შემდეგ უმძიმესი პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დარბევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.


„სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, დაიწყო მედიის განადგურება. აუღებელი ციხე-სიმაგრე „იმედი“ იყო. დარბევის შემდეგ უმძიმესი პროცესი დაიწყო. იბირებდნენ თანამშრომლებს, გვარწმუნებდნენ, რომ „იმედი“ მაინც ვერ აღდგებოდა. თანამშრომლებზე უდიდესი ზეწოლა იყო. ზოგს ემუქრებოდნენ ოჯახის წევრის დაპატიმრებით, ზოგს თანხებს სთავაზობდნენ, ზოგს სამსახურს და ასეც მოხდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა „იმედი“ დატოვა. დარბევიდან მალევე ვიხილეთ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ „რუსთავი 2“-ზე. ამას მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი გაყალბებული ჩანაწერები.


იმაზეც არ არის, დავიჯერეთ თუ არა ეს. რთულია მორალურად. პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ და თითოეულ ჟურნალისტს რთული მორალური მდგომარეობა შეგვექმნა, რომლებიც „იმედში“ ბოლომდე ვაპირებდით და დავრჩით კიდეც. იმ დღეებში არცერთი პოლიტიკოსი არ მოდიოდა გადაცემებში. „ფეიკ“ ძალადობრივი გარემო შექმნეს და საბოლოოდ მიიტაცეს კიდეც. იცით, რომ ოჯახს წაართვეს“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031