გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, ეს უნდა კარგად შეიგნონ მულტი-ფსევდო „ნაცებმა“

24-05-2025

„ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც ეხმიანება აშშ-ში, პროკურორისთვის შეფურთხების გამო ქალის დაკავებას.


აბაშიძის განცხადებით, ქართველ პოლიციელზე და პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ქართული საზოგადოებისთვისაც ვერასდროს გახდება მისაღები.


„ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, ეს უნდა კარგად შეიგნონ მულტი-ფსევდო „ნაცებმა“!


აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც პროკურორს ინტერვიუს მსვლელობისას შეურაცხყოფა მიაყენა. ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ვერასდროს გახდება მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031