გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, აქ გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა? კოლექტიური დასავლეთი, საქართველოში მოლოტოვის სროლას და პოლიციელზე ხელით შეხებას არ იმჩნევს, თავიანთ ქვეყნებში კი შეფურთხების გამო იჭერენ!

24-05-2025

„დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს.


მისივე თქმით, დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატთა სიჩუმე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში დიპლომატთა ყეფა, მათი ორმაგი სტანდარტის შეფასების კარგი ინდიკატორია.


„დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა? კოლექტიური დასავლეთი, საქართველოში მოლოტოვის სროლას და პოლიციელზე ხელით შეხებას არ იმჩნევს, თავიანთ ქვეყნებში კი ადამიანს შეფურთხების გამო იჭერენ! ვერ ვხედავ გერმანიის და ევროკავშირის ელჩის შეფასებას, ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით...


დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატთა სიჩუმე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში დიპლომატთა ყეფა, მათი ორმაგი სტანდარტის შეფასების კარგი ინდიკატორია, ისინი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევენ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930