გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-მა სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

24-05-2025

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.


ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გადაუდებელი ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრადზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება“ - აცხადებენ სუს-ში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031